ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„კოლხეთის ტორფნარები: გლობალური ღირებულების მქონე საგანძური, სფაგნუმიანი ტორფნარების მნიშვნელობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე“

სურათი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა იზოლდა მაჭუტაძემ სემინარი ჩაატარა თემაზე: „კოლხეთის ტორფნარები: გლობალური  ღირებულების მქონე საგანძური,  სფაგნუმიანი ტორფნარების  მნიშვნელობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე“. კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ისაუბრა კოლხეთის სფაგნუმიანი ტორფნარების უნიკალურობაზე. 1997 წლიდან კოლხეთის სფაგნუმიან ტორფნარებს იცავს რამსარის კონვენცია.

საქართველოს ტორფნარების დაახლოებით 60% მდებარეობს და დაცულია კოლხეთის ეროვნულ პარკში. მეტიც, ყველაზე მნიშვნელოვანი, უნიკალური და იშვიათი, მსოფლიოს უდიდესი და უძველესი იმნათის ტორფნარი, ჰიდროგენეტიკაზე დაყრდნობით მხოლოდ და მხოლოდ ატმოსფერული ნალექებით მოსაზრდოვე მსოფლიოში არსებული ორი პერკოლაციური ტორფნარიდან (პირველი ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი - ისპანი 2) ერთ - ერთი სწორედ კოლხეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს, რაც ფაქტობრივად ეროვნული პარკის შექმნის მთავარ არგუმენტს წარმოადგენს. ამ უნიკალურობის გამო კოლხეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიო ტორფნარების რუკაზე.

კოლხეთის ეროვნული პარკი 2004  წლიდან პამ პარკების ქსელის ოფიციალური წევრია.

კოლხეთის სფაგნუმიანი ტორფნარები აკმაყოფილებენ UNESCO-ს IX და X კრიტერიუმებს, რაც მნიშვნელოვანია დაცულ ტერიტორიებზე წარდგენილ კოლხურ ტყეებთან ერთად მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ნომინაციისათვის.

კოლხეთი მსოფლიოს 36 ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს შორისაა. კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ლანდშაფტი ჭარბტენიანი ჰაბიტატებითაა წარმოდგენილი, როგორიცაა: სფაგნუმიანი ტორფნარები, რელიქტური ტყეები, ბუნებრივი მტკნარწყლიანი ტბორები, ტბები, მდინარეები, სანაპირო დიუნები, ჭარბტენიანი მდელოები.

კოლხეთის რეფუგიუმმა შემოინახა რელიქტური სახეობები, რომლებიც ფართოდ იყო გავრცელებული ევროპაში მრავალი მილიონი წლის წინ და გამყინვარების ეპოქაში გაქრა. აქედან გამომდინარე, კოლხეთის რეფუგიუმი, სადაც კოლხეთის ეროვნული პარკი და კაცობურის აღკვეთილი მდებარეობს, თავშესაფარია ფლორისა და ფაუნის მრავალი კაინოზოური რელიქტური სახეობისა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა