
	ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ მონაწილეობის მიღებას ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ „ერაზმუს+“-ის გაცვლით პროგრამაში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მურსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ესპანეთი. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბსუ-ს უმაღლესი განათლების, პირველი საფეხურის შემდეგი  საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს:
	- 
		ფსიქოლოგია;
 
	- 
		დაწყებითი განათლების მიმართულება;
 
	- 
		თარგმანმცოდნეობა.
 
	სასწავლო კურსები იხილეთ ბმულზე:  https://www.ucam.edu/estudios/grados/traduccion-interpretacion-presencial/plan-de-estudios
	კონკურსში მონაწილეობის პირობები:
	- 
		სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
 
	- 
		ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
 
	- 
		არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ,,ერაზმუს მუნდუსის“/,,ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
 
	- 
		ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
 
	- 
		კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
 
	- 
		კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
 
	კონკურსის ეტაპები:
	 
	პირველი ეტაპი - დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php  და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge   2022 წლის 29 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით (16:00 საათამდე).
	წარმოადგინოს განცხადება რექტორის სახელზე   (იხილეთ დანართი 1) სტუდენტმა უნდა მიუთითოს: ფაკულტეტი, სპეციალობა,  სემესტრი, მოქმედი ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სასურველი უნივერსიტეტის კონკურსში მონაწილეობა.
	მეორე ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში (B2)- 2022 წლის 12 ოქტომბერი;
	ტესტირების/გამოცდის გავლის ვალდებულებისგან  თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ უცხო  ენის საერთაშორისო სერტიფიკატს.
	ტესტირების/გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში:
	მესამე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 13 ოქტომბერი.
	საჭირო სaბუთები:
	- 
		პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
 
	- 
		ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
 
	- 
		Europass CV (ინგლისურ ენაზე);
 
	- 
		მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
 
	- 
		ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
 
	- 
		ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
 
	- 
		ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
 
	- 
		სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
 
	დოკუმენტების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!
	სტიპენდია მოიცავს:
	- 
		უფასო სწავლას;
 
	- 
		თვიურ სტიპენდიას;
 
	- 
		მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
 
	სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
	ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!
	კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
	არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
	გისურვებთ წარმატებებს!
  დანართი1
  დანართი2