სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის წარმომადგენელის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

2023 წლის 29 აგვისტო - 1 სექტემბერს, „ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში,  ბსუ-ში  ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ილონა კაზლასკაიტე  იმყოფებოდა.  ილონა კაზლასკაიტე  ერთი კვირის განმავლობაში ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას ეცნობოდა.

ვიზიტის  დროს დაიგეგმა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტთან, სტუდენტთა გაცვლა და სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროგრამების შემუშავებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების გზები.

ვიზიტის ფარგლებში  ილონა კაზლასკაიტე  ასევე  ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმნისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრს ეწვია და ცენტრის ხელმძღვანელს პროფ. ხათუნა ბერიძეს შეხვდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა