
2025 წლის 21-29 ივნისს, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები: ვახტანგ ბერიძე და გულადი ფარტენაძე ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ ბულგარეთში ქალაქ რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები როგორც ადმინისტრაციულ პერსონალთან, ასევე აკადემიურ პერსონალთან. პროფესორებმა გააცნეს უნივერსიტეტი და სამეცნიერო კვლევის თემატიკა მიმღები უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს.
ამასთან, აკადემიური პირები დაესწრნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების კონფერენციას ( https://www.compsystech.org/ ). სადაც გაიმართა შეხვედრები კონფერენციის მონაწილეებთან და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გზები.