
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+"-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს 2025 – 2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მოკლევადიანი (5+2) მობილობის განსახორციელებლად.
მიმღები უნივერსიტეტების ჩამონათვალი და ადგილების რაოდენობა იხ. დანართ #1-ში;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ(გადაამოწმოთ), რომ მიმღები უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია, შეიძლება, განახლდეს).
მიმართულება: მიმღებ უნივერსიტეტთან თანმხვედრი მიმართულება
კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:
-
გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტი პერსონალის წარმომადგენელი უნდა იყოს ბსუ-ს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული ან დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული პირი ან სასწავლო პროცესის განხორციელების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით მოწვეული მასწავლებელთა პერსონალის წარმომადგენელი/სპეციალისტი (აკადემიური მობილობის შემთხევაში აუცილებელია დოქტორის ხარისხი შესაბამის სპეციალობაში).შენიშვნა: რეკომენდებული არ არის დასაქმებულის ერთსა და იმავე უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში ერთზე მეტ შემთხვევაში საერთაშორისო მობილობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიმღები უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილია დამატებითი მოთხოვნა (კორესპონდენცია).
-
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად)
წარმოსადგენი დოკუმენტები:
აკადემიური მობილობის მონაწილეთა საყურადღებოდ!
წინასწარი თანხმობის წერილის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ მიმღები უნივერსიტეტის დარგობრივ დეპარტამენტს/ფაკულტეტს და არა საერთაშორისო ოფისის წარმომადგენელს!
პერსონალის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, ბსუ-ს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (კანცელარიის) მეშვეობით: აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის-eflow; ხელშეკრულებით მოწვეული პირისთვის ელექტრონული ფოსტა: info@bsu.edu.ge
კონკურსის ეტაპები :
-
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად: 2025 წლის 10 ოქტომბერი - 24 ოქტომბერი (15:00 საათამდე);
-
გასაუბრება კომისიასთან - 2025 წლის 30 ოქტომბერი
სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს
-
მგზავრობისა და დღიური ხარჯის ანაზღაურებას.
შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და გაესაუბროს.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე:
erasmus@bsu.edu.ge
დანართი 1