
„ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 20-24 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტს ლატვიის ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო სწავლების მოდულის დირექტორი და ტურიზმის დეპარტამენტის ლექტორი ილგვარს აბოლსი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში პროფ. აბოლსმა ჩაატარა ინტერაქციული ლექციები და დისკუსიები ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის I, II და III კურსის სტუდენტებთან.
ამასთანავე, ილგვარს აბოლსი შეხვდა ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშირისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს და ასევე, ტურიზმის ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, სადაც განიხილეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები, კერძოდ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შემუშავება და სხვა აკადემიური პარტნიორობის მიმართულებები.