29 დეკემბერი 2025 წელი

Erasmus+ გაცვლითი პროგრამისა და ორმხრივი მემორანდუმების ფარგლებში, 2025–2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, ბსუ-ში აკადემიური მობილობა განახორციელეს პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებმა: ლილის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტიდან (საფრანგეთი), კრაკოვის ეროვნული განათლების კომისიის სახელობის უნივერსიტეტიდან (პოლონეთი), მიუნსტერის უნივერსიტეტიდან (გერმანია), მაქსუთ ნარიკბაევის უნივერსიტეტიდან და ჟუბანოვის აკტობეს რეგიონული უნივერსიტეტიდან (ყაზახეთი).
სასწავლო პერიოდის განმავლობაში სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც აკადემიურ პროცესში, ასევე არასაგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებში.
სემესტრის დასასრულს სტუდენტებს ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს გაცვლითი პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.