სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ლატვიის სახელმწიფო სასწავლო სტიპენდიები

სურათი

გიზიარებთ ინფორმაციას ლატვიის სახელმწიფო სასწავლო სტიპენდიების შესახებ 2026/2027 აკადემიური წლისათვის.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლატვიის უნივერსიტეტებში 2026/2027 აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსებას;
  • ლატვიის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის დაფინანსებას.

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა და ხანგრძლივობა:

  • ბაკალავრებისთვის - 500 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;
  • მაგისტრებისთვის 600 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;
  • დოქტორანტებისთვის 700 ევრო, ხანგრძლივობა - 11 თვე.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდებზე https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships  და https://studyinlatvia.lv/scholarships

განაცხადები მიიღება 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით შემდეგ პლატფოტრმაზე https://scholarships.viaa.gov.lv/en/login

ლატვიის უნივერსიტეტებში სწავლის, ხელმისაწვდომი სასწავლო პროგრამებისა და სხვა პრაქტიკული ინფორმაციის შესახებ დეტალები ხელმისაწვდომია დანართის სახით და ვებგვერდზე www.studyinlatvia.lv


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა