სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა გერმანიაში

რეგენსბურგის უნივერსიტეტი გერმანიაში აცხადებს აპლიკაციების მიღებას საბაკალავრო საფეხურზე  1-სემესტრიანი სწავლებისათვის.

სწავლების ენა : გერმანული (B1-B2) ან ინგლისური (B1).

მობილობის ხანგრძლივობა : 1 სემესტრი

მობილობის დაწყების თარიღი : 2016 წლის 3 მარტი.

ინგლისურ ენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.oth-regensburg.de/en/international/incoming-students/courses-in-english.html

აღნიშნული პროგრამა არ ითვალისწინებს სტიპენდიას, შესაბამისად სტუდენტი თავად უზრუნველყოფს სამგზავრო ბილეთის შეძენას, ჯანმრთელობის დაზღვევას, დაბინავებას და გერმანიაში ცხოვრების სხვა ხარჯებს. ერთჯერადი ადმინისტრაციული მოსაკრებელი სტუდენტთათვის შეადგენს 131 ევროს.

ცხოვრების ხარჯები აღნიშნულ ქალაქში შეადგენს თვეში დაახლოებით 600 ევროს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე : ird@bsu.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ -REGENSBURG თქვენი სახელი და გვარი.

  1. პასპორტი/ID ბარათი;
  2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  3. წინა სემესტრის ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე);
  4. ცნობა ინგლისური ენის დონის შესახებ (ქართულ ენაზე).

აპლიკანტმა თავად უნდა აირჩიოს საგნები, რომელსაც გაივლის რეგენსბურგის უნივერსიტეტში. საგნების თანხვედრა ბსუ-ში შესაბამის საგანმანთლებლო პროგრამასთან კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა : 25 ნოემბერი.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა