სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

ERASMUS+ICM - ერაზმუს+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მესამე გამოცხადება

2017-2018 სასწავლო წლისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ  ერაზმუს+  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებში:

  • University of Szczecin, პოლონეთი
  • University of Salzburg, ავსტრია
  • Tsenov Academy of  Economics, ბულგარეთი
  • University of Jena, გერმანია
  • Universidad de Alcala, ესპანეთი
  • Wyzsza Szkola Bankowa we Wroclawiu, პოლონეთი
  • Powislanski College in Kwidzyn , პოლონეთი

მობილობა უნდა განხორციელდეს 2017-2018 სასწავლო  წლის გაზაფხულისა და  2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრებში.

მობილობის ხანგრძლივობა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის 3 - 12 თვე;

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • არ უნდა იყოს ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მიღებული ერასმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის  ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ ნებისმიერ უნივერსიტეტში (შესაძლებელია აირჩიოს ყველა შემოთავაზებული უსდ პარალელურად);
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე, ან გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!!!

შენიშვნა:

  • ზალცბურგის უნივერსიტეტის  მოთხოვნის შესაბამისად  აუცილებელია  ინგლისური  (B 1.2.  დონე)   და გერმანული ენების  (A2 დონე) ცოდნა.

ყველა სტიპენდია მოიცავს უფასო სწავლას,  თვიურ სტიპენდიასა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას.

საბუთები ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის/ საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • წინარე განათლების საფეხურის დამადასტურებელი დიპლომის დანართი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის (ინგლისურ ენაზე).

დოქტორანტურის სტუდენტებისთვის დამატებით:

  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე),
  • დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (საკმარისია, რომ წარმოადგინოთ ელექტრონულ ფოსტაზე მოსული დაინტერესება თქვენი მიღების თაობაზე)
  • სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) და დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (საკმარისია, რომ წარმოადგინოთ ელექტრონულ ფოსტაზე მოსული დაინტერესება თქვენი მიღების თაობაზე) უნდა წარმოადგინოთ კანცელარიაში არაუგვიანეს 10 ნოემბრისა, 2017. მათი ატვირთვა ელექტრონული რეგისტრაციისას არ  არის სავალდებულო.

არასრულად  წარმოდგენილი საბუთების პაკეტი არ განიხილება!!!

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2017 წლის 07 ნოემბერი, 18:00 საათი

მსურველებმა  უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში 

რეგისტრაციის ლინკი: http://registration.bsu.ge

მობილობა განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით (იხილეთ დანართი)

კონკურსის ეტაპები:

  • სააპლიკაციო დოკუმენტების  ნამდვილობის დადგენა და შეფასება - 8 ნოემბერი
  • სტუდენტთა ტესტირება ინგლისურ ენაში - 9 ნოემბერი
  • (BA- B1.2; MA-PhD- B2)
  • სტუდენტთა გასაუბრება კომისიასთან -  13 და 14 ნოემბერი
  • კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ


ხშირად შეამოწმეთ პირადი ელ. ფოსტა!!!

შენიშვნა:

შესაძლოა, შეიცვალოს ევროპული უნივერსიტეტების სიას.

ხშირად შეამოწმეთ ბსუ-ს მთავარი და სტრატეგიული  განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ვებ  გვერდები!!!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში) 15-დან 17 საათამდე ( ბსუ-ს ოთახი #35) ან მოგვმართეთ  ელ. ფოსტაზე : erasmus@bsu.edu.ge

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა