7 ივნისი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის სპექტაკლ „ოსკარის“ პრემიერა შედგა. კომედიური ჟანრის სპექტაკლი ფრანსის ვებერის პიესის მიხედვით რეჟისორმა როინ დვალმა დადგა და მასში სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები: ლევან გორგილაძე, მარიამ კეჭაყმაძე, მთვარისა რომანაძე, ელენე იმნაიშვილი, ორნიკე დუმბაძე, ანა ჯაფარიძე, ანა დუმბაძე, მარიამ კაკაბაძე, ჯაბა მორჩილაძე, რატი კეკელიძე მონაწილეობდნენ. სპექტაკლი სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურისა და სპორტის განყოფილების ორგანიზებით დაიდგა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.