10 ივნისი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი „სტუდენტური დღეები - 2018“-ის გრან-პრის მფლობელია. შეჯიბრში აჭარის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობდნენ. გუნდებმა მაყურებელს მუსიკალური ნომერი, ორიგინალური ნომერი, ვიდეორგოლი „წარმოაჩინე შენი უნივერსიტეტი“ დასილამაზის კონკურსი „მის უნივერსიტეტი“ წარუდგინეს. სტუდენტური დღეების ფარგლებში, უნივერსიტეტებს შორის პირველობა გაიმართა სპორტის ხუთ სახეობაში, რომელთაგან ოთხი ბსუ-ს გამარჯვებით დასრულდა. ახალგაზრდებმა წარმატებას ქუჩის კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, ფუტსალსა და ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ მიაღწიეს, წარადგინეს საუკეთესო ვიდეორგოლი, ხოლო „მის სტუდენტი“ ელიზავეტა კრასენკო გახდა.
სტუდენტური დღეები - 2018 აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მონაწილეობდა.
უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.