24 ივნისი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ტრენერმა მარიამ ბერიძემ მასტერკლასი - „როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისათვის“- ჩაატარა. ტრენერმა ახალგაზრდებს ის გამოწვევები, პრობლემები და მათი მოგვარების გზები გააცნო, რომელთაც სამსახურის მაძიებლები აწყდებიან. მარიამ ბერიძე საერთაშორისო ორგანიზაცია GROWIN–ის სერტიფიცირებული ტრენერია.