27 სექტემბერი 2019 წელი
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და სტუდენტებმა, მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა ხეივანში ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ბსუ-ს სტუდენტებმა სოხუმის დაცვისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ სტუდენტური ტურნირი გამართეს ქუჩის კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდისა და ფრენბურთში.