17 ოქტომბერი 2019 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერანთა დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. რექტორმა მერაბ ხალვაშმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გმირთა ხეივანში ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ბსუ-ს სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა ამირან მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ტურნირის ფინალური მატჩი ფეხბურთში, ასევე პირველობა ქუჩის კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. ფეხბურთის ტურნირში პირველობისათვის გუნდები: „ბსუ-ს ვირტუოზები“ და „1:0“ იბრძოდნენ. შეჯიბრის გარდამავალი თასი „ბსუ-ს ვირტუოზებს“ გადაეცა. ღონისძიების ფარგლებში კინოთეატრ აპოლოში შედგა ფილმის „შინდისის გმირების“ ჩვენება და დისკუსია სტუდენტებისა და ომის ვეტერანების მონაწილეობით.