29 მაისი 2019 წელი

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ფაკულტეტების დეკანებმა სესიის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს, გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ორდღიან კონფერენციაში ცხრამეტი სექციის მიმართულებით წარმოდგენილი 150 სამეცნიერო მოხსენება პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, დარგის სპეციალისტებმა შეაფასეს. სტუდენტებს სესიაში მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ, თითოეული სექციის სამ საუკეთესო მონაწილეს - ფულადი ჯილდო, ხოლო სამი საუკეთესო მოხსენების ავტორს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა დაუფინანსდა.
კონფერენციის ფარგლებში გამოიცემა კრებული, რომელშიც თითოეული სექციის სამი საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება დაიბეჭდება.