31 ოქტომბერი 2020 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ ნოდია მსოფლიო ჩემპიონია მკლავჭიდში. ქალთა შორის 21 წლამდე 55 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ ნოდიამ მარჯვენა მკლავში პირველი და მარცხენა მკლავში მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატი რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში მიმდინარეობს და შეჯიბრება 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მარიამ ნოდიას ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.