12 თებერვალი 2018 წელი

10 თებერვალს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სპორტულ-კულტურული ღონისძიების ფარგლებში გამართულ მკლავჭიდის ტურნირში ბსუ-ს ნაკრებმა საპრიზო ადგილები მოიპოვა. ბსუ-ს მკლავჭიდელებს თასები, მედლები და მადლობის სიგელები გადაეცათ. სპორტულ-კულტურული ღონისძიების ინიციატივა საქართველოს პარლამენტის წევრსა და სპორტსმენს მუხრან ვახტანგაძეს ეკუთვნის. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ყოველწლიურად გაიმართება.
ბსუ-ს მკლავჭიდელთა ნაკრების მიერ მოპოვებული საპრიზო ადგილები:
მუხრან ქამადაძე - I და II ადგილები; 65 კგ. წონითი კატეგორია
პაატა მახარაზე - II ადგილი, მარცხენა ხელი; 75 კგ. წონითი კატეგორია
ბადრი აბულაძე - II ადგილი, მარჯვენა ხელი; 65 კგ. წონითი კატეგორია
ლუკა ცანავა - III ადგილი; 75 კგ. წონითი კატეგორია
ომარ გობაძე - III ადგილი; აბსოლუტური წონითი კატეგორია