14 სექტემბერი 2017 წელი
საქართველოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ქვიშის ფრენბურთში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გამართული ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ბსუ-ს გუნდმა ნანა წოწონავასა და ელისაბედ ფალავანდიშვილის შემადგენლობით, საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 2:0. უნივერსიტეტის ნაკრებმა ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში წარმატებით იასპარეზა და დაამარცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (2:0), თბილსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2:0), საქართველოს უნივერსიტეტი (2:0), საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (2:0), ევროპის უნივერსიტეტი (2:0), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (2:0). ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს გუნდს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.