17 ნოემბერი 2021 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიქელაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, სტუდენტების შემეცნებით აქტივობებში, მოხალისეობის პროგრამებსა და სხვდასხვა საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ტრენერებისა და ლიდერების მომზადებას და ახალგაზრდების სტუდენტურ ბანაკებში მონაწილეობას.