29 ივნისი 2022 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია - 2022 გაიმართა. 19 სექციაში 200-მდე სტუდენტმა 160 სამეცნიერო მოხსენება წარმოადგინა. ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომებს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები შეაფასებენ და სექციის საპრიზო ადგილზე გასული მოხსენებების ავტორებს ფულად ჯილდოს გადასცემენ. კონფერენციის ფარგლებში გამოიცემა კრებული, რომელშიც თითოეული სექციის სამი საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება დაიბეჭდება. სამეცნიერო სესია ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ-ს, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.