25 ოქტომბერი 2022 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი დიეგო ჩხიკვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. დიეგო ჩხიკვაძემ ბერძნულ-რომაულ სტილში 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა, კოლუმბიელი ხულიან ასევადო 3-1 ანგარიშით დამარცხა და მედალს დაეუფლა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 101 ქულით გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გაიმართა და მასში 26 ქვეყნის 260-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ბსუ დიეგო ჩხიკვაძეს ულოცავს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს!