26 აპრილი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის ჩემპიონატი გაიმართა სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის. ჩემპიონატში ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის 30 სტუდენტი მონაწილეობდა. ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესების დაცვით და თითოეულ მონაწილეს ჰქონდა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 5 წამის დამატებით. გათამაშდა ისიდორე გოგეშვილის და ევა შიოშვილის სახელობის თასები. ჩემპიონატი აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.