2 ივნისი 2023 წელი

ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ფორუმი გახსნეს და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ტარიელაძემ.
ფორუმზე აჭარის ტერიტორიაზე ოპერირებადმა 40-მდე დამსაქმებელმა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმება შესთავაზა 1 000-მდე ვაკანტურ პოზიციაზე. სტუდენტები ერთ სივრცეში შეხვდნენ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და შეარჩიეს სასურველი ვაკანსიები.