13 თებერვალი 2015 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის რეგიონალური ფუტსალის ასოციაციის ორგანიზებით აჭარის რეგიონული სასკოლო ტურნირი გაიხსნა ფუტსალში. ჩემპიონატი 15 თებერვალს დაიწყება და პირველობისთვის ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების 38 ნაკრები იბრძოლებს. ტურნირის გახსნის შემდეგ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუტსალის ნაკრებმა შეჯიბრის მონაწილეებისათვის საჩვენებელი თამაში და მასტერკლასი გამართა. ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება. გამარჯვებული გუნდები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.