25 ნოემბერი 2015 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში "სტუდენტურ-ახალგაზრდული დღეები-2015"-ის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მერაბ ხალვაშმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის და სიგელები გადასცა. ბსუ-მ რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდული ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა საკუთარი შესაძლებლობები შემოქმედებით, კულტურულ და სპორტულ შეჯიბრებებში წარმოაჩინეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდებმა პირველი ადგილი დაიკავეს მხიარულ სტარტებსა და მინიფეხბურთში.