3 დეკემბერი 2015 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის დასმა მაყურებელს მორიგი სპექტაკლი შესთავაზა. უნივერსიტეტის სცენაზე ფრანგული პიესის „ოჯახური იდილიის“ პრემიერა შედგა. რეჟისორები გიორგი ფირცხალაიშვილი და როინ დვალი პიესაზე არაპროფესიონალ მსახიობებთან ერთად ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა: მარიამ ქიქავამ, თამუნა გორგოშაძემ, ნინო ჩხიკვაძემ, მიხეილ ჯინჭარაძემ და ირაკლი ქათამაძემ ერთმოქმედებიან პიესაში ფრანგული ოჯახის სასიყვარულო ისტორიები წარმოადგინეს. სპექტაკლი ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.