7 დეკემბერი 2015 წელი

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის „საუნივერსიტეტო თასი - 2015“-ის ტურნირის მორიგი მატჩი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუტსალის ნაკრებმა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა ანგარშით 2:1. ბსუ-ს სტუდენტები „საუნივერსიტეტო თასი - 2015“-ის მოსაპოვებლად შეხვედრას ნახევარ ფინალში თბილისში, 14 დეკემბერს, 16:00 საათზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრებთან გამართავენ. შეჯიბრს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კომპანია „მაგთის“ მხარდაჭერით ატარებს.