13 იანვარი 2016 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნახატების გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებელს ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხუთი სტუდენტის 30-მდე ნამუშევარს. ღონისძიება მიზნად ისახავს თვითნასწავლი მხატვრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. გამოფენა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურისა და სტუდენტური ასოციაციის ორგანიზებით იმართება.