სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

კინოჩვენება საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

სურათი

25 თებერვალს,  საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინოჩვენება გაიმართა.  ფილმი სახელად ‘’წუთისოფელი ‘’ საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი  არმიის თბილისში შეჭრას და  1921 წელს განვითარებულ  მოვლენებს  ასახავდა.  კინოჩვენებას  სპეციალური სტუმრის სტატუსით  ფილმის მთავარი მოქმედი გმირი, საქართველოს სახალხო არტისტი მანუჩარ შერვაშიძე ესწრებოდა. მსახიობმა და  რექტორის მოადგილემ,  ინგა შამილიშვილმა   აუდიტორიას   97 წლის წინ განვითარებული  მოვლენები  შეახსენეს და  ფილმის მნიშვნელობაზე  ისაუბრეს.

კინოჩვენება სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურისა და სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას სტუდენტებთან ერთად  პროფესორ-მასწავლებლებიც  ესწრებოდნენ. ფილმის დასასრულს დისკუსია გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა