23 მარტი 2016 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ბათუმის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოდან ტრადიციული მსვლელობა მოაწყვეს, მემორიალური ქვა ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. ღონისძიება სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურისა და ორგანიზებით გაიმართა. 1921 წლის 23 მარტს იუნკერები საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ. საბრძოლო მოქმედებების დროს 50 ქართველი მეომარი დაიღუპა.