9 აპრილი 2016 წელი

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის „საუნივერსიტეტო თასი - 2016“-ის ტურნირის მორიგი მატჩი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუტსალის ნაკრებმა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა ანგარშით 4:3.თამაშს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბსუ-ს სტუდენტები „საუნივერსიტეტო თასი - 2016“-ის მოსაპოვებლად მეხუთე ტურს საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის ნაკრებთან (სეუ) 17 აპრილს, ბსუ-ს სპორტულ დარბაზში გამართავენ.