27 ივლისი 2016 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_6434_1_s.jpg)
ბსუ-ს ფეხბურთის გუნდმა ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირში „ბათუმი-2016“ 3-4 ადგილისათვის გამართულ მატჩში თელავის ნაკრები ანგარიშით 7-3 დაამარცხა და მე-3 საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.
საპლაჟო ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი ბათუმში წელს მეშვიდედ გაიმართა და მასში 5 ქვეყნის 8 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრში საქართველოს საუნივერსიტეტო გუნდებიდან მხოლოდ ბსუ-ს ნაკრები იყო წარმოდგენილი.
ბსუ-ს გუნდმა 23-26 ივლისს მიმდინარე ტურნირში წარმატებით იასპარეზა და თელავის, აზერბაიჯანისა და აფრო კამერუნას გუნდები დამაჯერებელი ანგარიშებით დაამარცხა.
ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი აჭარის ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.