28 სექტემბერი 2016 წელი
საქართველოს საუნივერსიტეტო ლიგის ჩემპიონატში გამარჯვებულ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვიშის ფრენბურთისა და საფეხბურთო ნაკრების წევრებს საჩუქრად სასტუმრო ‘’ლეოგრანდის’’ სპა ცენტრის უფასო ერთთვიანი აბონემენტები გადაეცათ. სპორტულ-გამაჯანსაღებელი პაკეტი ბსუ-ს სტუდენტებს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და შანგრილა სპას-ს ხელმძღვანელმა ოგუზხან გოკჩემ გადასცეს.
ბსუ-ს საფეხბურთო ნაკრებმა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საქართველოს საუნივერსიტეტო ლიგის ჩემპიონატში 8 საუკეთესო საუნივერსიტეტო გუნდს სძლია და ჩემპიონობა მოიპოვა. ბსუ-ს ქვიშის ფრენბურთის გოგონათა გუნდმა კი ფინალურ შეხვედრაში ტექნიკური უნივერსიტეტთან ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.