სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

“დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი საქართველოში” პროექტის პრეზენტაცია

სურათი

„დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი საქართველოში“- პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო   უნივერსიტეტში. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს  პროექტის მიზნებისა და პირობების შესახებ.

პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის  მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია რეგიონულ უნივერსიტეტებში კლუბების შექმნა, სტუდენტების ცოდნის ამაღლება საქართველოს კონსტიტუციის შესახებ, მათი ჩართვა დებატების პროცესში და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.

დებატების ახალგაზრდული კლებების ქსელი თბილისს, ახალციხისა  და აჭარის რეგიონებს  აერთიანებს,  რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს  ჩაუტარდებათ  ლექცია-სემინარები კონსტიტუციის საკითხებზე, ტრენინგები საჯარო გამოსვლებისა და ფორმალური დებატების ტექნიკის მიმართულებით.  პროექტის ყველა მონაწილეს  სერტიფიკატები გადაეცემა, გამოვლინდება 10 საუკეთესო მოდებატე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა