29 მაისი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. სესია 5 ივნისს დასრულდება და მასში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების 221 სტუდენტი მონაწილეობს. კონფერენციის მუშაობა 33 სექციაში წარიმართება. საუკეთესო ნაშრომებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლებიც სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომთა კრებულში დაიბეჭდება.
სამეცნიერო კონფერენციის განრიგი