სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

სურათი
  დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ პროექტის „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ბსუ-ს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ ანტიდასავლური დეზინფორმაციის თემაზე გამოცხადებული ესეებისა და პოსტერების  კონკურსის შესახებ. მსმენელებს პრეზენტაცია ჩაუტარდათ დისკუსიათა ციკლის „საუბრები ევროპაზე“ შესახებ, რომელსაც “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
 
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, ასლან ჭანიძემ ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა სტუდენტებს ინფორმაცია. ყველა დაინტერესებულ სტუდენტს საშუალება ექნება მოხალისე გახდეს და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ აქტივობებში ჩაერთოს. 
 
პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“  თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის  ახორციელდებს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა