25 ოქტომბერი 2017 წელი
ამირან მამალაძის სახელობის გარდამავალი თასი ფუტსალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის გუნდმა „კაპუჭინომ“ მოიპოვა. ტურნირმა სტარტი ბსუ-ში 19 ოქტომბერს აიღო და მასში 32 გუნდი მონაწილეობდა. ოლიმპიური წესით გამართული პირველობის მეოთხედ ფინალში ტურიზმის ფაკულტეტის გუნდს „კაპუჭინოს“ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი „ეკონომიკა“ დაუპირისპირდა, ტექნოლოგიური ფაკულტეტის გუნდი „მეორე მერცხალი“ იურიდიული ფაკულტეტის გუნდს „ევრკიას“ შეხვდა. ნახევარ ფინალში „კაპუჭინომ“ ანგარიშით 8:3 დაამარცხა მეტოქე, ხოლო „მეორე მერცხალმა“ გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 11:2. ფინალური შეხვედრა ტურიზმის ფაკულტეტსა და ტექნოლოგიურ ფაკულტეტს შორის ანგარიშით 3:1 „კაპუჭინოს“ სასარგებლოდ დასრულდა.
პირველობა ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.