სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

კონკურსი სტუდენტებისათვის „ეფექტიანი ცვლილებების სესიები“

სურათი

კონკურსის „ეფექტიანი ცვლილებების სესიები“ წარდგინება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში აცხადებს და მისი მიზანია სტუდენტების ჩართვა გარემოსდაცვითი აქტივობებში, ინიციატივების წამოწყებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აქტიურ და გარემოს დაცვის თემატიკით დაინტერესებულ სტუდენტებს აჭარიდან. WMRT II პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა  და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. პროექტი ასევე უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.

საქართველოს სამ რეგიონში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, კახეთი და შიდა ქართლი - და  თბილისში  მიმდინარეობს პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში,
ფაზა II (WMTR II), რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:

• ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის განხორციელება;
• ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის განვითარება;
• ნარჩენების უკანონო განთავსების ჯარიმების სისტემის და სატარიფო  პოლიტიკის დახვეწა;
• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება გარემოსადმი მზრუნველი დამოუკიდებულების განვითარებისათვის და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი კუთხით პოზიტიური ცვლილებების განხორციელების პროცესში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა