13 ნოემბერი 2017 წელი
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი "დებიუტი" სასტუმრო „შერატონში“ საზეიმოდ დაიხურა. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, გრანპრის მფლობელი ლატვიის ქალაქ ელგავას სტუდენტური თეატრი გახდა. ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ჯილდო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასის მსახიობ ქეთევან ოქუაშვილს გადაეცა, ხოლო მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ამავე დასის მსახიობი გიგი ქადაგიშვილი დაჯილდოვდა. საუკეთესო თეატრალური ანსამბლის პრიზი ვილნიუსი უნივერსიტეტის სტუდენტურ დასს ერგო. სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის აღმოჩენად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასის მსახიობი ელენე იმნაიშვილი დასახელდა.