20 ნოემბერი 2017 წელი
არასამთავრობო ორგანიზაციის „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ახმეტელმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა“. მომხსენებელმა სტუდენტებს საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გააცნო და ისაუბრა სამედიცინო და სოციალურ მიდგომებს შორის არსებულ განსხვავებაზე. გიორგი ახმეტელმა მსმენელებს გაუზიარა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაკკეინის ინსტიტუტში მიღებული გამოცდილება. ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ შშმ პირთა მოძრაობას წარმოადგენს და 2010 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს.