22 ნოემბერი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე: ''სამი გრანდიოზული პოემა“. მომხსენებელმა ახლებურ ფორმატში წარადგინა ნიზამი განჯელის - ,,ლეილი და მაჯნუნი,“ შოთა რუსთაველის - „ვეფხისტყაოსანი“ და დანტე ალიგიერის - „ღვთაებრივი კომედია“. შეხვედრა კომპანია ჯეოსელის ორგანიზებით სტუდენტური პროექტის ,,ვიცი“ ფარგლებში ჩატარდა. 12 ოქტომბრიდან, ყველა „ვიციში“ ჩართულ უნივერსიტეტში, საინტერესო ადამიანების, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო, რომლის მსმენელი და აქტიური მონაწილე „ვიციში“ ჩართულ ყველა სტუდენტს შეუძლია გახდეს.