სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

უნივერსიტეტში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. შეჯიბრში ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის 35 საჯარო და კერძო სკოლის 150-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესოდ შპს. „ევრო-2000“-ის გუნდი დასახელდა, II ადგილი 28-ე საჯარო სკოლამ  მოიპოვა, ხოლო III ადგილი სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლას ერგო. გამარჯვებულ გუნდებს უნივერსიტეტმა, ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა და სტუდენტურმა თვითმმართველობამ წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა