7 თებერვალი 2018 წელი
აჭარის ჩემპიონატზე მკლავჭიდში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები, ბსუ-ს ნაკრებმა გუნდური პირველი და სხვადასხვა წონითი კატეგორიის საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ჩემპიონატი 3-4 თებერვალს, ბათუმში, ამირან მამალაძის სახელობის სპორტულ დარბაზში, აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
სამომავლოდ ბსუ-ს მკლავჭიდელთა ნაკრების შემადგენლობა აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის წევრები გახდებიან და მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და მსოფლიო ჩემპიონატებში.
ბსუ-ს მკლავჭიდელთა ნაკრების მიერ მოპოვებული საპრიზო ადგილები:
მიშა მახარაძე - ორი ოქროს მედალი; 60 კგ. წონითი კატეგორია
ლუკა ცანავა - I და II ადგილები; 70კგ. წონითი კატეგორია
ბადრი აბულაძე - III ადგილი; 65 კგ. წონითი კატეგორია
ომარ გობაძე - II და III ადგილები; 70 კგ. წონითი კატეგორია
ზაზა ანანიძე - მეორე აბსოლუტური კატეგორია; მარჯვენა და მარცხენა ხელით ოთხი III ადგილი; 85 კგ. წონითი კატეგორია
რევაზ კახიძე - მარცხენა ხელი I ადგილი, მარჯვენა ხელი III ადგილი; 70 კგ. წონითი კატეგორია
გიორგი საფარიძე - ორი I ადგილი; 80 კგ. წონითი კატეგორია
პაატა მახარაძე - III ადგილი; 65 კგ. წონითი კატეგორია