
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწმიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო დროშის დაშვებით დაიწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ბარამიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა ღია ლექცია ჩაატარა თემაზე: „25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე“.
უკან |