სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ

პროექტი „მოგზაურობა საქართველოს ისტორიულ რუკაზე“

სურათი
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის, სტუდენტთა მხარდაჭერის და მომსახურების სამსახურის და ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში „მოგზაურობა საქართველოს ისტორიულ რუკაზე (სამეგრელო, გურია, აჭარა)“ სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში „ევროპული აკადემია“. მონაწილეებმა ისეთ თემებზე წარმოადგინეს მოხსენებები როგორიცაა: „აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული სამეგრელო ლაზეთის ისტორიული მასალები“ (მომხსენებელი პროფესორი, ოთარ გოგოლიშვილი), „გურია-სამეგრელოს ეპარქიის ისტორიიდან“ (ისტორიის დოქტორი, მერაბ მეგრელიშვილი), სამეგრელო ოდიშის სამთავროს ისტორია (ისტორიის სპეციალობის III კურსის სტუდენტი თამაზ დავითაძე), „კოლხური კულტურის ძეგლები სამეგრელოდან“ (დოქტურანტურის II კურსის სტუდენტი გურამ ჩხატარაშვილი).
პროექტის ფარგლებში სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრისა და ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის „ევროპული აკადემია“ სტუდენტური თვითმმართველობის შეხვედრა შედგა. სტუდენტებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს  არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის მეთოდებზე, ასევე დასახეს პროექტები და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე. მოგზაურობა სამეგრელოში დადიანების ისტორიული სასახლის დათვალიერებითა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა