
„ქვათა ღაღადი“- ამ სახელწოდებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესეების კონკურსი გაიმართა. ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თანამედროვე პრობლემებისადმი მიძღვნილ კონკურსში 50-მდე სტუდენტი და ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. საუკეთესო 5 ესეს ავტორს კომპეტენტური ჟიური რამდენიმე დღეში გამოავლენს. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებითა და მცხეთაში ერთდღიანი ისტორიულ-შემეცნებითი ტურით დაჯილდოვდებიან. ღონისძიება სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
უკან |