სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისა და რეფერატულ ნაშრომთა კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება

სურათი

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისა და რეფერატულ ნაშრომთა კონკურსის  მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტრადიციული სამეცნიერო სესია 15 სექციაში ჩატარდა და მასში სხვადასხვა ფაკულტეტის II, III, IV კურსის 150-მდე სტუდენტმა წარმოადგინა მოხსენება. რეფერატულ ნაშრომთა კონკურსში საკუთარი შესაძლებლობები 120-მდე პირველკურსელმა წარმოადგინა. სამეცნიერო სესიისა და რეფერატულ ნაშრომთა კონკურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა, ფაკულტეტების დეკანებმა, სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურისა და პრესსამსახურის უფროსებმა.  სამეცნიერო კონფერენცია და რეფერატულ ნაშრმოთა კონკურსი სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა