ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თანამედროვე პრობლემებისადმი მიძღვნილი კონკურსის „ქვათა ღაღადის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით 50-მდე კონკურსანტს შორის საუკეთესოდ შემდეგი ხუთი ავტორი დასახელდა: მე-9 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე თამთა სურმანიძე, მე-10 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მაკა ვაშაკიძე, მე-8 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიტა გორგილაძე, ფილოსოფიის სპეციალობის III კურსის სტუდენტი მედეა ართმელაძე და ისტორიის სპეციალობის II კურსის სტუდენტი თამაზ დავითაძე. გამარჯვებულებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი მირანდა ჩარკვიანი შეხვდა, წარმოდგენილი ესეების პრობლემატიკას გაეცნო, სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა და საჩუქრად წიგნები გადასცა. უნივერსიტეტის დაფინანსებით კონკურსის საუკეთესო ავტორები ერთდღიანი ისტორიულ-შემეცნებითი ტურით მცხეთაში გაემგზავრებიან. ესეების კონკურსი ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |