25-26 ნოემბერს, ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ინოვაციური განათლების ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით ჩაუტარდა სასერტიფიკატო ტრენინგი თემაზე: ,,სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენება ონლაინ სწავლების დროს". ტრენინგი ჩაატარეს ცენტრის წარმომადგნელებ თამარ რემიშვილმა, მარიამ დარბაიძემ და მაკო ჯაოშვილმა. ინოვაციური განათლების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებასა და ავტორიზაცია/აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისად სწავლების მეთოდების დახვეწას.
ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა შინაარსისა და ხანგრძლივობის პროექტებს, სასერტიფიკატო პროგრამებს, განათლების სფეროში საგანმანათლებლო დაწესებულებების, ტრენინგ ცენტრების, ფიზიკური პირებისა და კომპანიებისთვის.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას სწავლების სხვადასხვა მეთოდის შესახებ, რომელსაც გამოიყენებენ როგორც დისტანციურ, ასევე აუდიტორიული სწავლების დროს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ ელექტორონული სერტიფიკატები.
უკან |